ლადო ჩაჩანიძე კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე დივიზიონში გააგრძელებს – საქართველოს ნაკრებისა და „შავი ლომის“ მეორეხაზელი მომავალი სეზონიდან „მონ დე მარსანის“ ღირსებას დაიცავს, სადაც იოანე იაშაღაშვილი და ლუკა გოგინავა თამაშობენ.
25 წლის ჩაჩანიძემ ახალ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფრომა.
„მონ დე მარსანმა“ საფრანგეთის ჩემპიონატში ასპარეზობა 60 ქულით მე-13 ადგილზე დაასრულა.