საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მეორეხაზელი ლადო ჩაჩანიძე კარიერას საფრანგეთის მეორე დივიზიონის (PRO D2) კლუბში, „მონ დე მარსანში“ გააგრძელებს – „შავი ლომის“ ყოფილი მოთამაშის ტრანსფერი ფრანგულმა კლუბმაც დაადასტურა.
„მონ დე მარსნამა“ PRO D 2-ის გასული სეზონი მე-13 ადგილზე დაასრულა. ჩაჩანიძის გარდა, ამ გუნდში იოანე იაშაღაშვილი და ლუკა გოგინავა თამაშობენ.