გაიმართა საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონის (PRO D2) მე-17 ტურის მატჩები. ქართველი მორაგბეებიდან თავის გამოჩენა მხოლოდ გიორგი კვესელაძემ მოახერხა.
„გრენობლი“, სადაც გიორგი ჯავახია და გიორგი კვესელაძე თამაშობენ, სტუმრად „პროვანსთან“ 18:24 დამარცხდა.
ჯავახია და კვესელაძე გრენობლელთა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, მე-12 წუთზე კვესელაძემ ლელო დადო და თავისი გუნდი 8:0 დააწინაურა, თუმცა სტუმრებმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს და საბოლოოდ დამარცხდნენ. კვესელაძისთვის ეს „გრენობლის“ შემადგენლობაში პირველი ლელო იყო.
ჯავახია 63-ე წუთზე შეცვალეს, კვესელაძემ კი სრული მატჩი ჩაატარა. პროვანსელთა შემადგენლობაში თორნიკე ჯალაღონია მოედანზე 51-ე წუთზე გამოჩნდა.
წაგების მიუხედავად, „გრენობლი“ 56 ქულით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა, „პროვანსი“ კი 49 ქულით მესამე ადგილს იკავებს.