რაგბი | კარკაძისა და გოგინავას ლელოები საფრანგეთის ჩემპიონატში [ვიდეო] #1TVSPORT
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონის (PRO D2) მატჩებს არც ამჯერად ჩაუვლია ქართველი მორაგბეების ლელოების გარეშე.
„ოიონამ“ საკუთარ მოედანზე „აჟენს უმასპინძლა და 39:12 დაამარცხა. ამ შეხვედრაში ანგარიში ვანო კარკაძემ 53-ე წამზე გახსნა – ქართველმა ლეგიონერმა მიმდინარე სეზონში მეხუთე ლელო მიითვალა.
„მონ დე მარსანმა“ სტუმრად დაძაბულ მატჩში 21:22 წააგო „გრენობლთან“. სტუმართა რიგებიდან ერთი ლელო ლუკა გოგინავამ დადო და ანგარიშში სხვაობა შეამცირა, მაგრამ „მონ დე მარსანმა“ თამაშის გადარჩენა ვერ შეძლო.
გოგინავას ანგარიშზე სეზონში სამი ლელო მოუგროვდა.
„ორიაკი“ სტუმრად 24:61 დამარცხდა „ვანთან“. ორიაკელებს 24-დან ცხრა ქულა თედო აბჟანადაძემ შესძინა – საქართველოს ნაკრების მგეზავმა ზუსტად სამი გარდასახვა და ერთი ჯარიმა შეასრულა.
მიმდინარე სეზონში აბჟანდაძემ „ორიაკს“ 117 ქულა (1 ლელო, 20 გარდასახვა, 23 ჯარიმა, 1 არეკნი) მოუტანა.
