რაგბი | ირაკლი მჭედლიძის დუბლი და ბასა ხონელიძის პირველი ლელო საფრანგეთში #1TVSPORT

12:44, 21.11.2026

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონში (PRO D2) მე-11 ტურის მატჩები გამართა, რომელშიც ქართველმა ლეგიონერებმაც გამოიჩინეს თავი.

საფრანგეთის მეორე დივიზინის ერთ-ერთმა ყველაზე „ქართულმა“ გუნდმა, „ორიაკმა“ საშინაო მატჩში „კოლომიე“ 43:19 დაამარცხა.

ამ გამარჯვებას საფუძველი ქართველმა მორაგბეებმა ჩაუყარეს. „ორიაკმა“ პირველი ტაიმი 17:0 მოიგო, საიდანაც 15 ქულა ქართველების ანგარიშზეა – ირაკლი მჭედლიძემ დუბლი შეასრულა, ერთი ლელო კი ბასა ხონელიძემ მიითვალა.

მჭედლიძის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში უკვე 6 ლელოა, ბასა ხონელიძემ კი სადებიუტო ლელოთი გამოიჩინა თავი.

მსგავსი