რაგბი | ირაკლი მჭედლიძე საფრანგეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა [ვიდეო] #1TVSPORT
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონში (PRO D2) წარმატებით დაიწყეს ასპარეზობა ქართველმა მორაგბეებმა. პირველი ტურის მატჩებში მათ ანგარიშზე შვიდი ლელოა – თავი გამოიჩინეს ლუკა პეტრიაშვილმა („ნევერი“), მიხეილ ალანიამ („ვანი“), იოანე იაშაღაშვილმა („მონ დე მარსანი“), ირაკლი მჭედლიძემ, დაჩი პაპუნაშვილმა, ლუკა ნიორაძემ (სამივე „ორიაკი“) და გიორგი ჯავახიამ („გრენობლი).
ფრანგულმა სარაგბო გამოცემა „მიდი ოლიმპიკმა“ პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში „ორიაკის“ ქართველი მოთამაშე ირაკლი მჭედლიძე შეიყვანა, რომელმაც „კარკასონთან“ 41:10 მოგებულ შეხვედრაში ერთი ლელო დადო.