რაგბი | ინგლისთან მატჩისთვის ლადო კილასონიამ შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
რაგბი | ინგლისთან მატჩისთვის ლადო კილასონიამ შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

27 მაისს საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები „ავჭალის“ სტადიონზე ინგლისის ნაკრებს ეთმაშება. საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ამ მატჩისთვის სათამაშო შემადგენლობა დაასახელა.

აქამდე საქართველოს სხვადასხვა ფორმაციის ნაკრებს ინგლისის საგრაფოების ან რომელიმე კლუბის ახალგაზრდული გუნდებისთვის უმასპინძლია, ამჯერად კი, ქართული რაგბის ისტორიაში პირველად, „ბორჯღალოსნებთან“ სათამაშოდ ინგლისი პირველი გუნდით ჩამოვიდა.

საქართველოსა და ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრებები სამხრეთ აფრიკაში გასამართი ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან და ამ ტურნირამდე ეს მათი ბოლო საკონტროლო მატჩები იქნება.

საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ ორიოდე დღე დაისვენეს და „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე შეკრებაზე შევიდნენ. გაფართოებულ რაზმში 40 მოთამაშეა. სამწუხაროდ, ლეგიონერთა დიდმა ნაწილმა, რომელთა კლუბებს საფრანგეთში პლეი ოფების ელის, შეკრებაზე ჩამოსვლა ჯერ ვერ მოახერხეს, ისინი გუნდს მოგვიანებით შეუერთდებიან.

„ავჭალის“ სტადიონზე საქართველოსა და ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრებების პირველი შეხვედრა 27 მაისს, 19:00 საათზე დაიწყება. ამ გუნდებს შორის კიდევ ერთი მატჩი 1-ელ ივნისს გაიმართება.

საქართველო

ხაზი: 15. ვაჟა მიქაძე („ლელო“), 14. ლუკა სახელაშვილი („ლოკომოტივი“), 13. თორნიკე კახოიძე („შავი ლომი“), 12. გიორგი შველიძე („ბრივი“), 11. ლუკა ცირეკიძე („ლელო“), 10. პეტრე ხუციშვილი („ლელო“), 9. დავით ხუროშვილი („ლელო“);

შერკინება: 1. ლუკა კოტორაშვილი („ხვამლი“), 2. ბასა ხონელიძე („ორიაკი“), 3. დავით მჭედლიშვილი („ლელო“), 4. გურამ ღანიაშვილი („გრენობლი“), 5. გიორგი ნიკოლაძე („აია“), 6. ლუკა სულუაშვილი („ხვამლი“), 7. ნიკოლოზ საყვარელიძე („ორიაკი“), 8. ნიკა ლომიძე („ხარები“).

მარქაფა: 16. ნიკოლოზ ბაბუნაშვილი („ლელო“), 17. ლუკა უნგიაძე („არწივები“), 18. ბექა ბერიძე („ბათუმი“), 19. დავით ვარდანიძე („აია“), 20. ანდრო დვალი („ლელო“); 21. ალექსანდრე ჯიღაური („ლელო“), 22. ზურაბ ფირცხალაიშვილი („ბათუმი“), 23. გიორგი ხაინდრავა („ლელო“); 24. თორნიკე ღანიაშვილი („ლელო“), 25. ლუკა კობაური („პერპინიანი“), 26. ლუკა კეშელავა („არმია“), 27. მურთაზ ცხადაძე („არესი“), 28. ნიკოლოზ კუპრაშვილი („ყოჩები“), 29. დავით ბერიძე („ლელო“), 30. საბა არჩვაძე („ლელო“).