რაგბი | ილია სპანდერაშვილის სადებიუტო ლელო საფრანგეთის ჩემპიონატში #1TVSPORT
ხანმოკლე პაუზის შემდეგ საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონის (PRO D2) გათამაშება 24-ე ტურის შეხვედრებით განახლდა, რომელშიც თავი ილია სპანდერაშვილმა გამოიჩინა.
ქართველი ლეგიონერის „ვალანსი“ საკუთარ მოედანზე „პროვანსს“ დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით, 63:7 დაამარცხა, 27 წლის სპანდერაშვილმა კი საფრანგეთში გადასვლის შემდეგ სადებიუტო ლელო დადო.
საქართველოს ნაკრების წევრი „ვალანსის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.