რაგბი | გურამ გოგიჩაშვილის ლელო საფრანგეთის ჩემპიონატში - „რასინგმა“ „სტად ფრანსე“ დაამარცხა #1TVSPORT
საფრანგეთის ჩემპიონატის პირველი დივიზიონის (TOP 14) 22-ე ტური „რასინგისა“ და „სტად ფრანსეს“ მატჩით დასრულდა, რომელიც „რასინგმა“ ბონუსქულით, 49:24 მოიგო.
„რასინგის“ შემადგენლობაში 50-ე წუთზე მოედანზე გურამ გოგიჩაშვილი შევიდა, რომელმაც ხუთ წუთში ლელოს დადება მოახერხა. ეს TOP 14-ის მიმდინარე სეზონში გოგიჩაშვილის პირველი ლელოა. „რასინგი“ 45 ქულით მე-10 ადგილზეა.
„სტად ფრანსეს“ სასტარტო შენადგენლობაში დაიწყო თამაში გიორგი მელიქიძემ, სერგო აბრამიშვილი კი შეცვლაზე შევიდა.