რაგბი | გორგაძის ლელო საფრანგეთში და ორი ქართველი სიმბოლურ ნაკრებში #1TVSPORT

02:08, 03.11.2026

საფრანგეთისა და ინგლისის ჩემპიონატებში მორიგი ტურის მატჩები გაიმართა.

საფრანგეთის TOP 14-ის მერვე ტურის ბოლო შეხვედრაში „პომ“ „ტულუზი“ 34:14 დაამარცხა. „პოს“ ქართველმა ლეგიონერმა, ბექა გორგაძემ მატჩის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე ლელო მიითვალა — ეს მიმდინარე სეზონში გორგაძის მესამე ლელოა.

ფრანგულმა და ინგლისურმა სარაგბო გამოცემებმა, ტრადიციულად, ტურის სიმბოლური ნაკრებები შეადგინეს.

ინგლისის პრემიერშიპის მეხუთე ტურში ქართველი ბურჯი, ნიკა აბულაძე გამოარჩიეს. აბულაძისა და ბაჩუკი ჭუმბაძის „ექსეტერი“ „ჰარლიქუინზთნ“ 28:31 დამარცხდა. ამ მატჩში ნიკა აბულაძემ ლელო მიითვალა.

საფრანგეთის PRO D2-ის ტურის სიმბოლურ გუნდში კი დაჩი პაპუნაშვილი შეიყვანეს, რომელიც „მონტობანში“ ერთ-ერთი საუკეთესოა. ბოლო ტურში, „ნარობონთან“ მოგებულ მატჩში (33:28) პაპუნაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.

მსგავსი