რაგბი | გიორგი ქართველიშვილის პირველი ლელო საფრანგეთის ჩემპიონატში #1TVSPORT
რაგბი | გიორგი ქართველიშვილის პირველი ლელო საფრანგეთის ჩემპიონატში #1TVSPORT

გაიმართა საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონის (PRO D2) მორიგი ტურის მატჩები.

მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ლეგიონერების დიდი ნაწილი ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული, სადაც რაგბი ევრპოს ჩემპიონატის მატჩებში მონაწილეობს, ერთი „ქართული“ ლელო მაინც დაიდო;

„ორიაკმა“ საკუთარ მოედანზე „ანგულემი“ 18:3 დაამარცხა. ამ შეხვედრაში ლელო გიორგი ქართველიშვილმა დადო, რომლისთვისაც ეს მიმდინარე სეზონში პირველი ლელოა.

„ორიაკის“ სასტარტო შემადგენლობაში, ქართველიშვილის გარდა, თამაში ბასა ხონელიძემ და ირაკლი მჭედლძემ დაიწყეს, ხოლო მეორე ტაიმში შეცვლაზე ალექსანდრე ბურდული შევიდა.