რაგბი | გიორგი მელიქიძის მეშვიდე ლელო საფრანგეთის ჩემპიონატში [ვიდეო] #1TVSPORT

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მთავარი დივიზიონის (TOP 14) 21-ე ტურის ბოლო მატჩში „სტად ფრანსე“ გასვლით მატჩში „რასინგთან“ 20:47 დამარცხდა.

„სტად ფრანსეს“ შემადგენლობაში ერთი ლელო გიორგი მელიქიძის ანგარიშზეა, რომელმაც თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 51-ე წუთზე შეცვალეს.

მელიქიძის ლელოს შემდეგ (რომელიც სტუმრებმა ზუსტად გარადასახეს) ანგარიში 13:13 გახდა, მაგრამ შემდეგ „რასინგმა“ უპირატესობა მოიპოვა და საბოლოოდ გაიმარჯვა.

მელიქიძისთვის ეს TOP 14-ის მიმდინარე სეზონში მეშვიდე ლელოა.