რაგბი | გიორგი მელიქიძის ლელო საფრანგეთის ჩემპიონატის ზედიზედ მეორე მატჩში #1TVSPORT
რაგბი | გიორგი მელიქიძის ლელო საფრანგეთის ჩემპიონატის ზედიზედ მეორე მატჩში #1TVSPORT

საფრანგეეთის სარაგბო ჩემპიონატის მთავარ დივიზონში (TOP 14) მე-11 ტურის მატჩები გაიმართა.

ზედიზედ  მეორე მატჩში გამოიჩინა თავი „სტად ფრანსეს“ ქართველმა ლეგიონერმა, გიორგი მელიქიძემ, რომელმაც ამჯერად „კლერმონთან“ მატჩში შეძლო ლელოს დადება (გასულ ტურში მელიქიძემ „ტულონთან“ დუბლი შეასრულა).

მიუხედავად ამისა, „სტად ფრანსე“ სტუმრად გამართულ მატჩში 32:36 დამარცხდა. მელიქიძემ კი მიმდინარე სეზონში მეხუთე ლელო მიითვალა.

ასევე გაიმართა მეორე დივიზიონის (PRO D2) მატჩებიც. „ორიაკმა“ სტუმრად „ანგულემი“ 20:15 დაამარცხა, რაშიც თვისი წვლილი დაჩი პაპუნაშვიომაც შეიტანა – ქართველმა ლეგიონერმა ამჯერად ზუსტად ერთი გარდასახვა და ორი საჯარიმო დარტყმა შეასრულა და თავის გუნდს 8 ქულა მოუტანა.