რაგბი | გიორგი მელიქიძემ სეზონში მეათე ლელო დადო [ვიდეო] #1TVSPORT
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მთავარ დივიზიონში (TOP 14) რეგულარული სეზონის ბოლოსწინა ტურის მატჩები გაიმართა.
„სტად ფრანსემ“ საკუთარ მოედანზე „ბაიონას“ უმასპინძლა და 38:21 დაამარცხა – მასპინძელთაგან ერთი ლელო გიორგი მელიქიძემ მიითვალა.
საქართველოს ნაკრების წევრმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ათი ლელო დადო (რვა TOP 14-ში, ხოლო ორი ჩელენჯ თასზე).
25 ტურის შემდეგ „სტად ფრანსეს“ 78 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა.