რაგბი | გიორგი ჯავახიამ სეზონში პირველი ლელო დადო, „ოიონას მატკავამ მოაგებინა [ვიდეო] #1TVSPORT
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონის (PRO D2) მორიგი ტურის მატჩებს არც ამჯერად ჩაუვლია ქართველი მორაგბეების შედეგიანი თამაშის გარეშე.
„ანგულემის“ შემადგენობაში პირველი ლელო მიითვალა გიორგი ჯავახიამ – „ნარბონთან“ გასვლით მატჩში მან გელა აფრასიძისგან მიიღო ბურთი და მეტოქის ჩათვლის მოედანში შეიტანა, მაგრამ მასპინძლებმა საბოლოოდ მაინც აჯობეს მეტოქეს და 31:26 დაამარცხეს.

მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა ლუკა მატკავამ, მის მიერ მოპოვებული ქულები გადამწყვეტი აღმოჩნდა „ოიონასთვის“, რომელმაც სტუმრად „აჟენი“ 19:17 დაამარცხა – 19 ქულიდან 14 ქართველი მორაგბის ანგარიშზეა.
მატკავამ ერთი გარდასახვა და 4 საჯარიმო დაარტყა ზუსტად – გამარჯვების მომტანი 78-ე წუთზე მის მიერ შესრულებული ჯარიმა გამოდგა, რომელმაც „ოიონას“ სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვანი ქულები მოუტანა.