რაგბი ევროპის ჩემპიონატზე შეხვედრები საქართველოს ნაკრების მეტოქეებმაც ჩაატარეს

23:02, 10.02.2018

რაგბი ევროპის ჩემპიონატზე დღეს შეხვედრები საქართველოს ნაკრების მეტოქეებმაც ჩაატარეს.

კლუჟში რუმინეთის ნაკრებმა გერმანიის გუნდი შედეგით 85-6 გაანადგურა.

79 ქულიანი მოგების შემდეგ, “მუხის ფოთლები” სატურნირო ცხრილის ლიდერია.

კრასნოდარში რუსეთის ნაკრებმა ესპანეთის გუნდთან დაძაბულ ბრძოლაში 13-20 წააგო.

მატჩის პირველი ტაიმი ფრედ 10-10 დასრულდა.

პირველი ტურის შემდეგ რაგბის ევროპის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილი:
რუმინეთი 1 1 0 0 85-6 5
საქართველო1 1 0 0 47-0 5
ესპანეთი 1 1 0 0 20-13 4
რუსეთი 1 0 0 1 13-20 1
ბელგია 1 0 0 1 0-47 0
გერმანია 1 0 0 1 6-85 0
მეორე ტურის მატჩები 17 თებერვალს, გაიმართება.
გერმანია – საქართველო.
ესპანეთი – რუმინეთი.
რუსეთი-ბელგია.

მსგავსი