რაგბი ევროპა | ტაბუცაძის ლელო მეორე კვირის საუკეთესოდ აღიარეს [ვიდეო] #1TVSPORT
რაგბი ევროპა | ტაბუცაძის ლელო მეორე კვირის საუკეთესოდ აღიარეს [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთი მადრიდში 25:19 დაამარცხა.

ჩვენი გუნდიდან ლელოები ჯალაღონიამ, ტაბუცაძემ და ბრეგვაძემ გაიტანეს. აკაკი ტაბუცაძის ლელო რაგბი ევროპამ კვირის საუკეთესოდ დაასახელა და ტოპ-5-ის ვიდეომონტაჟიც გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ „ბორჯღალოსნები“ ესპანეთიდან თბილისში დაბრუნდნენ, საიდანაც კალინინგრადში გაემგზავრებიან და 20 მარტს რუსეთს დაუპირისპირდებიან.