საქართველომ ესპანეთი მადრიდში დაამარცხა | რაგბი ევროპის ჩემპიონატი [ვიდეო] #1TVSPORT
„რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ მეორე ტურში „ბორჯღალოსნები“ სტუმრად, მადრიდში, ცენტრალური უნივერსიტეტის სტადიონზე ესპანეთს დაუპირისპირდნენ და დაძაბულ შეხვედრაში ანგარიშით 25:19 იმარჯვეს.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მატჩის პირველივე წუთებზე დაწინაურდა, როდესაც „ლომებმა“ დაცვაში უყურადღებოდ ითამაშეს, აფრასიძემ მეტოქის ხაზი გაჭრა და ეპიზოდი ჯალაღონიას ლელოთი დასრულდა. მასპინძლების პრაქტიკულად პირველივე შეტევაზე უკვე „ბორჯღალოსნებმა“ დაუშვეს დაცვაში უხეში შეცდომა და ესპანელებმა ანგარიში ლინკლეიტერის ლელოთი გაათანაბრეს – 7:7. ტაიმის დასრულებამდე გუნდებმა თითო ჯარიმა გაიტანეს (აბჟანდაძე 17′, გუემესი 42′) და მატჩის პირველი ნახევარი ფრედ, ანგარიშით 10:10 დასრულდა.
🇪🇸v🇬🇪| An action-packed start in Mardid! Both teams registering scores in the first 6 minutes! (7-7) #REC2021 #ESPvGEOhttps://t.co/54MxgzY4NW pic.twitter.com/wgsuDcO8Bw
— Rugby Europe (@rugby_europe) March 14, 2021
44-ე წუთზე გუემესმა კიდევ ერთი საჯარიმო შეასრულა ზუსტად და „ლომები“ პირველად დაწინაურდნენ. ზუსტად ერთ წუთში შარიქაძის შესანიშნავ გარღვევას ტაბუცაძის ლელო მოჰყვა – 15:13. მატჩის დამთავრებამდე 15 წუთი რჩებოდა, როდესაც ესპანელები ლინკლეიტერის ჯარიმით კიდევ ერთხელ გავიდნენ წინ, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება კვლავ მცირე ხნით მოახერხეს – „ბორჯღალოსნების“ მორიგი მოლი ბრეგვაძის ლელოთი დაგვირგვინდა.
67 წუთზე ლინკლეიტერმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა, რაც იმას ნიშნავდა, რომ „ლომები“ სტუმრებს მხოლოდ ექვსი ქულით ჩამორჩებოდნენ და გარდასახული ლელოთი მატჩს იგებდნენ. ესპანელები „ბორჯღალოსნებს“ აქტიურად უტევდნენ, მაგრამ ლელოს დადება ვეღარ მოახერხეს და საბოლოოდ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ანგარიშით 25:19 გაიმარჯვა.
საქართველოს ნაკრებმა მოგების შედეგად ოთხი სატურნირო ქულა მოიპოვა და „რაგბი ევროპის“ წლევანდელი სეზონის ცხრილს ცხრა ქულით უდგას სათავეში. შეგახსენებთ, რომ „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ მიმდინარე და მომდევნო სეზონი მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპსაც წარმოადგენს და შესაბამისად თითოეული მატჩის შედეგს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
🇪🇸v🇬🇪| We’ve had another fast start in the second half. @ferugby with the penalty and then a try by @GeorgianRugby‘s Tabutsadze! #REC2021 #ESPvGEO
📺https://t.co/54MxgzY4NW pic.twitter.com/hgv9cgJush
— Rugby Europe (@rugby_europe) March 14, 2021