რაგბი ევროპა | ლევან მაისაშვილი - შეხვედრა ჩვენი სცენარით თუ წარიმართება, ლამაზი თამაში უნდა ვაჩვენოთ #1TVSPORT
რაგბი ევროპა | ლევან მაისაშვილი - შეხვედრა ჩვენი სცენარით თუ წარიმართება, ლამაზი თამაში უნდა ვაჩვენოთ #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუმინეთთან „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ 2021 წლის პირველ საშინაო მატჩამდე „მიხეილ მესხზე“ კაპიტნის ვარჯიში გამართა, ხოლო გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ პრესკონფერენცია გამართეს და შეხვედრისთვის მზადებაზე ისაუბრეს.

საქართველოს ნაკრები 28 მარტს, 15 საათზე, „მიხეილ მესხზე“ რუმინეთს უმასპინძლებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტრიბუნებზე ქომაგთა ტევადობის 30% დაიშვება. მთავარი მწვრთნელის და კაპიტნის განცხადებით, გულშემატკივრის ტრიბუნაზე დაბრუნება საქართველოს ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი სტიმულია.

 

მერაბ შარიქაძე: მთელი სიამოვნება, რაც სპორტს უკავშირდება გულშემატკივრობა და სავსე ტრიბუნებია. გვიხარია, რომ ხვალ გულშემატკივარი სტადიონზე იქნება და ნელ-ნელა ჩვეულ რეჟიმს ვუბრუნდებით.

 

ლევან მაისაშვილი: ქართველი გულშემატკივრის თანადგომის ძალა ყველამ ვიცით. ამიტომ გვიხარია, ტრიბუნაზე რომ ბრუნდებიან. რუმინეთთან მატჩამდე გუნდი ფიზიკურად კარგადაა მომზადებული, ტაქტიკურად და ტექნიკურადაც ბევრს ვმუშაობთ. ერთს ვისურვებდი, რომ მოთამაშეები მოთოკონ და შეტევების დაბოლოებისას უფრო მობიზილებულები ვიყოთ.

ცვლილებებს რაც შეეხება, დაგვიბრუნდა მესამეხაზელი ბექა საღინაძე, რომელმაც ტრავმის გამო წინა 2 მატჩი გამოტოვა. დებიუტანტი იქნება ნიკა აბულაძე, რომელიც გურამ გოგიჩაშვილის ადგილი დაიკავა. მასთან შეთანხმებული ვიყავით და შეთანხმების თანახმად „რასინგ 92“-ს დაუბრუნდა. გუნდში ოპტიმისტური განწყობაა და თუ თამაში ჩვენი სცენარით წარიმართება, ლამაზი თამაში უნდა ვაჩვენოთ.

დატოვე კომენტარი