რაგბი | დავით ნინიაშვილისა და გიორგი მელიქიძის ლელოები საფრანგეთის ჩემპიონატში [ვიდეო] #1TVSPORT

საფრანგეთის ჩემპიონატის მთავარ დივიზიონში (TOP 14) „სტად ფრანსემ“ „ლა როშელს“ უმასპინძლა და 26:24 დაამარცხა.

მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში გიორგი მელიქიძემ ითამაშა, რომელმაც ამ მატჩში ლელო დადო (სეზონში მეორე), სარაგბო გამოცემა „მიდი ოლიმპიკმა“ ქართველის თამაში 7.5 ქულით შეაფასა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.

„ლა როშელის“ შემადგენლობაში ერთი ლელო დავით ნინიაშვილის ანგარიშზეა – საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა მიმდინარე სეზონში მეორე ლელო მიითვალა.