რაგბი | დაჩი პაპუნაშვილის ზედიზედ მეოთხე ლელო საფრანგეთის ჩემპიონატში #1TVSPORT
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონში (PRO D2) მეოთხე ტურის მატჩები გაიმართა და კვალავ გამოჩინეს თავი ქართველმა მორაგბეებმა.
მიმდინარე სეზონი შესანიშანვად დაიწყო „ორიაკის“ ქართველმა ფულბეკმა, დაჩი პაპუნაშვილმა, რომელმაც ზედიზედ მეოთხე თამაშში მოახერხა ლელოს დადება. ამას გარდა, „კოლომიესთან“ გასვლით შეხვედრაში, რომელიც „ორიაკმა“ 13:38 წააგო, პაპუნაშვილმა ერთი ზუსტი საჯარიმო დარტყმაც შეასრულა.
განვლილ ოთხ ტურში პაპუნაშვილმა 4 ლელო დადო, 7 ჯარიმა და 6 გარდასახვა გაიტანა, რაც ჯამში 53 ქულაა.
„ოიონამ“ სტუმრად წააგო „დაქსთან“ 14:18. სტუმართა შემადგენლობაში ორი გარდასახვა ლუკა მატკავამ შეასრულა – ეს მატკავას პირველი ქულებია მიმდინარე სეზონში.
მატკავას გარდა, „ოიონას“ სასტარტო შემადგენლობაში იყო ვასილ ლობჟანიძეც.
„ვალანსმა“ საკუთარ მორდანზე „ანგულემი“ მშრალი ანგარიშით და ბონუსქულით დაამარცხა – 31:0. მასპინძელთაგან ერთი ლელო ილია სპანდერაშვილის ანგარიშზეა, რომლისთვისაც ეს მიმდინარე სეზონში პირველი ლელოა.