რაგბი | დაჩი პაპუნაშვილის მეხუთე ლელო საფრანგეთის ჩემპიონატში [ვიდეო] #1TVSPORT

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონში (PRO D2) 22-ე ტურის მატჩები გაიმართა, რომელსაც ქართველის ლელოს გარეშე არ ჩაუვლია.

„ორიაკმა“ დაძაბულ ბრძოლაში 21:23 წააგო „კარკასონთან“. ორიაკელთა შემადგენლობაში ერთი ლელო დაჩი პაპუნაშვილმა 61-ე წუთზე დადო.

მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე „ორიაკი“ 21:20 იგებდა, მაგრამ ე.წ. გაწითლებულ დროში მასპინძლებმა ჯარიმა გაიტანეს და თამაშიც მათი გამარჯვებით დასრულდა.

პაპუნაშვილმა მიმდინარე სეზონში მეხუთე ლელო მიითვალა.  „ორიაკს“ 47 ქულა აქვს და მე-9 ადგილზეა.