რაგბი | 18-წლამდელათა ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში ორი ქართველი მოხვდა #1TVSPORT

16:36, 18.11.2026

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გამართულ 18-წლამდე მორაგბეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან დამარცხდა და ტურნირი მეორე ადგილზე დაასრულა.

ევროპის ჩემპიონატის შემდეგ Rugbyeurope-მა ტურნირის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც ორი ქართველი მორაგბე მოხვდა – ლუკა შულაია და ლუკა ბარბაქაძე.

„საქართველოს ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატი, შესაძლოა, წარმატებულად ვერ ჩაითვალოს, რადგან მათი მიზანი მხოლოდ ჩემპიონობა იყო. ქართველების შემადგენლბაში ლუკა ბარბაქაძე გუნდის ერთ-ერთი ნათელი წერტილი გახლდათ. მან საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა ტურნირი და გამორჩეული იყო როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში თამაშის დროს.

საქართველოს ნაკრებში ასევე კარგი ტურნირი ჰქონდა ლუკა შულაიას, რომელმაც დერეფანში გამორჩეული თამაშით დაგვამახსოვრა თავი – სამ მატჩში მეტოქის დერეფანი ექვსჯერ მოიგო, ამას გარდა ეხმარებოდა გუნდს რაქში თამაშის დროს ბურთის მოპოვებაში“, – ასე დაახასიათა Rugbyeurope-მა ქართველების თამაში.

მსგავსი