რაფინია ლა ლიგის თვის საუკეთესო მოთამაშე ზედიზედ მეორედ გახდა #1TVSPORT
ბრაზილიელი შემტევი რაფინია ესპანეთის ლა ლიგის თვის საუკეთესო მოთამაშის ტიტულს ზედიზედ მეორედ დაეუფლა. მან აღნიშნული სტატუსი აგვისტოს შემდეგ, სექტემბერშიც შეინარჩუნა.
29 წლის ფეხბურთელმა გასულ თვეში ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 4 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ამჟამად, 12 გატანილი ბურთითა და 3 საგოლე გადაცემით, რაფინია ლა ლიგის ბომბარდირთა დავის ლიდერია.