იტალიელი სპორტული ჟურნალისტისა და სატრანსფერო ბაზრის ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და მადრიდის „რეალის“ ყოფილი მცველი რაფაელ ვარანი კარიერას იტალიის სერია A-ში ახლახან გადასული გუნდის, „კომოს“ შემადგენლობაში გააგრძელებს.
31 წლის მცველი „კომოში“ გადაბარგებაზე გუნდის მწვრთნელმა, სესკ ფაბრეგასმა და კლუბის აქციების მფლობელმა, ტიერი ანრიმ დაიყოლიეს.
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი იტალიურ კლუბთან ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს, ხელშეკრულების ერთი წლით გახანგრძლივების პირობით.
რაფაელ ვარანი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონია, ხოლო მადრიდის „რეალთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა ოთხჯერ მოიგო.