რაფაელ ნადალმა გოლფის ტურნირზე მეოთხე ადგილი დაიკავა (ვიდეო)

მსოფლიოს მეორე ჩოგანმა რაფაელ ნადალმა მშობლიურ კუნძულ მალიორკაზე გოლფის ტურნირში მიიღო მონაწილეობა.

ტურნირი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ნადალმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი მეათე ორმოზე, რომელიც ოთხ დარტყმაში უნდა გაევლო, მაგრამ ორ დარტყმაში ჩააგდო ბურთი. მთელი რაუნდის განმავლობაში, ჩოგბურთელს არც ერთ ორმოზე არ დასჭირვებია ზედმეტი დარტყმა და საბოლოო გამარჯვებაზეც აცხადებდა პრეტენზიას.

მაგრამ მეორე დღეს რაფაელს მიზანი გაუფუჭდა და ბურთის გრძნობა დაკარგა. ბოლო შვიდ ორმოზე მან ხუთჯერ გადააცილა დარტყმების ლიმიტს და დაკარგა ჩემპიონობის შანსი.

ნადალმა ტურნირი 146 დარტყმით დაასრულა და „მინუს 2“ დააფიქსირა, რამაც მას მეოთხე ადგილი მოუტანა. ნადალი ხუთი დარტყმით ჩამორჩა გამარჯვებულ ხაუმე ჰულვეს.

დატოვე კომენტარი