რაფაელ ნადალის ყოფილი მწვრთნელი – ფედერერი ისტორიაში საუკეთესო ჩოგბურთელია

21:03, 19.05.2020

მსოფლიოს მეორე ჩოგანის, რაფაელ ნადალის ყოფილმა მწვრთნელმა და ბიძამ ტონი ნადალმა ილაპარაკა ჩოგბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეებზე. მან აღიარა, რომ ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელად შვეიცარიელი როჯერ ფედერერი მიაჩნია.

„ფედერერი – შესანიშნავი ჩოგბურთელია, მე მომწონს მასზე დაკვირვება. რაფას ბიძა და მწვრთნელი რომ არ ვიყო, როჯერის ფანი ვიქნებოდი. ვიმედოვნებდი, რომ ის ყველა მატჩს მოიგებდა. მის თამაშში მომწონს ეფექტურობა.

დარწმუნებული ვარ, ფედერერი – საუკეთესოა ისტორიაში. მისი შედარება მხოლოდ როდ ლეივერთან ან რაფაელთან შეიძლება, რომელიც დიდად არ ჩამორჩება. მიუხედავად ამისა, როჯერი ჯერჯერობით ლიდერობს“, – განაცხადა ტონი ნადალმა.

მსგავსი