16 წლიანი კარიერის მანძილზე რაფაელ ნადალს შეხვედრა, სხვადასხვა მიზეზით, ცხრაჯერ აქვს შეწყვეტილი, რაც სპეციალისტთა აზრით არც თუ ისე პატარა ციფრია. მაგალითისთვის, როჯერ ფედერერს, რომლის ანგარიშზეც, ამ ეტაპისთვის, 1424 მატჩია, კორტი ნაადრევად არასდროს დაუტოვებია.
ნადალმა ბოლოს თამაში, გასულ კვირაში, ამერიკის ღია პირველობის ნახევარფინალში შეწყვიტა. იმ მომენტისთვის ესპანელი ხუან მარტინ დელ პორტოსთან 6-7, 2-6 აგებდა. პირველად კი ეს 2005 წელს მოხდა, როცა ოკლენდში, დომინიკ ჰრბატისთან ვერ შეძლო შეხვედრის დასრულება. 2006-ში რაფამ გამარჯვება ლეიტონ ჰიუიტს დაუტოვა, როცა პირველი სეტის დასრულების შემდეგთამაშზე უარი განაცხადა . 2007-ში ორჯერ მოიქცა ანალოგიურად, ჯერ სიდნეიში, შემდეგ ცინცინატიში. ორივე შემთხვევაში ის დაპირისპირებას აგებდა. 2008 წელს პირველი სეტში 1-6 დამარცხების შემდეგ ესპანელი ნაადრევად ნიკოლაი დავიდენკოს დაემშვიდობა, 2010-ში ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხედფინალში კი ენდი მარის. 2016 წელს, იმ მიზეზით, რომ გაუსაძლისი სიცხე იყო, ნადალმა მაიამიში დამირ ჯუმხურთან შეწყვიტა შეხვედრა. წელს კი უკვე ორჯერ მოიქცა ასე.
მსოფლიოს პირველმა ჩოგანის განცხადებით, მას ყველაზე მეტად კორტის ნაადრევად დატოვება არ უყვარს და ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში აკეთებს, როცა სხვა გზა არ აქვს.