რაფაელ ნადალი მოგებით დაბრუნდა
რაფაელ ნადალი მოგებით დაბრუნდა

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა იანვრის შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა. მან დევისის თასზე გერმანელი ფილიპ კოლშრაიბერის წინააღმდეგ ითამაშა და საათსა და 35 წუთში სამ სეტში მოიგო – 6:2, 6:2, 6:3.

დამაჯერებელი ანგარიშით მოგების მიუხედავად, ესპანელს უთამაშებლობა ჯერ ეტყობა. მან 55 უნებლიე შეცდომა დაუშვა, აქედან 8 – ორმაგი შეცდომა იყო. ასევე არ იყო მაღალ დონეზე პირველი მოწოდების სიზუსტე (55 პროცენტი) და მეორე მოწოდებით აღებული ქულების რაოდენობა (51 პროცენტი). ამასთან, ნადალი აქტიურად თამაშობდა და 33 „ვინერსი“ დააგროვა. გარდა ამისა, 18 ბრეიკ-პოინტის შანსი გამოიმუშავა და შვიდჯერ აიღო მეტოქის მოწოდება, საკუთარი გეიმი კი ორჯერ წააგო.

ნადალმა ამ მოგებით გაათანაბრა ანგარიში დევისის თასის მეოთხედფინალში. მანამდე, პირველ შეხვედრაში ალექსანდრ ზვერევმა 6:4, 6:2, 6:2 მოუგო დავიდ ფერერს და წინ გაიყვანა გერმანია.
შაბათს წყვილთა მატჩი გაიმართება, კვირას – კიდევ ორი ერთეულთა მატჩი.