რაფაელ ლეაო საუდის არაბეთში გადასვლაზე - ჩემპიონთა ლიგა უფრო ღირებულია, ვიდრე ფული #1TVSPORT
რაფაელ ლეაო საუდის არაბეთში გადასვლაზე - ჩემპიონთა ლიგა უფრო ღირებულია, ვიდრე ფული #1TVSPORT

პორტუგალიის ნაკრებისა და „მილანის“ თავდამსხმელმა, რაფაელ ლეაომ გამოცემა GQ Sports-თან საუბრისას საუდის არაბეთის კლუბებისგან მიღებული შეთავაზებების შესახებ ისაუბრა.

როგორც ლეაო ამბობს, ჯერ ევროპაში იმდენისთვის არ მიუღწევია, რომ სათამაშოდ საუდის არაბეთის ლიგაში გადავიდეს. ბოლო რამდენიმე თვეა, საუდის პრო ლიგის კლუბები ევროპული ფეხბურთის ვარსკვლავების გადაბირებით არიან დაკავებულნი.

„ჩემთვის ჩემპიონთა ლიგა უფრო ღირებულია, ვიდრე ფული. ამ მომენტისთვის იმ შედეგებისთვის არ მიმიღწევია, რომ საუდის არაბეთში გადავიდე სათამაშოდ. მსურს, ევროპაში ტიტულები მოვიგო.

ვგრძნობ, რომ უახლოეს პერიოდში ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება შეგვიძლია. მსურს, „მილანისთვის“ რაღაც განსაკუთრებული გავაკეთო. მხოლოდ ამ გუნდზე ვფიქრობ და ამიტომაც გავაფორმე ცოტა ხნის წინ ახალი კონტრაქტი“, – განაცხადა რაფაელ ლეაომ.

24 წლის პორტუგალიელმა ფეხბურთელმა 2021/22 წლის სეზონში „მილანთან“ ერთად სერია A მოიგო, ის ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.