რაფაელ გროსი – მიუხედავად იმისა, რომ არ ყოფილა ირანის მიერ ბირთვული ბომბის შექმნის მტკიცებულება, გამდიდრებული ურანის დიდი მარაგები და ჩვენთვის სრულ წვდომაზე უარი სერიოზულ შეშფოთებას იწვევს
ვიდრე ირანი არ ითანამშრომლებს საერთაშორისო ატომურ სააგენტოსთან გადაუჭრელი საკითხების გადაწყვეტაზე, სააგენტო ვერ უზრუნველყოფს გარანტიას, რომ ირანის ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვისაა, – ამის შესახებ საერთაშორისო ატომური სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გროსი „იქსზე“ წერს.
მისი თქმით, ირანი უარს აცხადებს, საერთაშორისო ატომური სააგენტოს წარმომადგენლებს სრული წვდომა ჰქონდეთ აღნიშნულ საკითხზე, რაც ასევე იწვევს შეშფოთებას.
„ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ ჩემს ანგარიშებში ძალიან მკაფიო და თანმიმდევრული ვიყავი: მიუხედავად იმისა, რომ არ ყოფილა ირანის მიერ ბირთვული ბომბის შექმნის მტკიცებულება, ბირთვული იარაღის ხარისხთან ახლოს არსებული გამდიდრებული ურანის დიდი მარაგები და ჩვენი ინსპექტორებისთვის სრულ წვდომაზე უარი სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ამ მიზეზების გამო ჩემს წინა ანგარიშებში მინიშნებულია – ვიდრე ირანი არ ითანამშრომლებს საერთაშორისო ატომურ სააგენტოსთან, სააგენტო ვერ უზრუნველყოფს გარანტიას, რომ ირანის ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვისაა“, – წერს გროსი.
I have been very clear and consistent in my reports on Iran’s nuclear programme: while there has been no evidence of Iran building a nuclear bomb, its large stockpile of near-weapons grade enriched uranium and refusal to grant my inspectors full access are cause for serious…
— Rafael Mariano Grossi (@rafaelmgrossi) March 3, 2026