რაფაელ ბენიტესმა „სელტას“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა #1TVSPORT
რაფაელ ბენიტესმა „სელტას“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა #1TVSPORT

„სელტას“ პრესსამსახურმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რაფაელ ბენიტესმა თანამდებობა დატოვა.

„გვსურს, გულწრფელი მადლობა გადავუხადოთ რაფა ბენიტესსა და მის თანაშემწეებს. მათ მოსვლის დღიდან პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება გამოავლინეს. მადლობას ვუხდით გაწეული სამსახურისთვის და მომავალ კარიერაში წარმატებას ვუსურვებთ“, – ნათქვამია „სელტას“ განცხადებაში.

რაფაელ ბენიტესმა „სელტა“ 2023 წლის ივნისში ჩაიბარა. ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ბენიტესის ახლა უკვე ყოფილმა შეგირდებმა მხოლოდ 24 ქულის მოპოვება შეძლეს და სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილზე იმყოფებიან.