რაფა ნადალმა იდეალური ჩოგბურთელი შეადგინა
რაფა ნადალმა იდეალური ჩოგბურთელი შეადგინა

მსოფლიოს მეორე ჩოგანმა რაფაელ ნადალმა უპასუხა შეკითხვას – როგორ წარმოუდგენია იდეალური ჩოგბურთელი. ამასთან, ესპანელს რომელიმე საკუთარი სათამაშო თვისების გამოყოფის უფლება არ ჰქონდა.

იდეალური ჩოგბურთელისთვის ნადალმა აიღო ივო კარლოვიჩის მოწოდება, მარჯვნიდან დარტყმა – როჯერ ფედერერისგან, მარცხნიდან დარტყმა – ნოვაკ ჯოკოვიჩისგან. მოჭრილი დარტყმისთვის გრიგორ დიმიტროვი აირჩია, შემოკლებული დარტყმებისთვის – მარკ ლოპესი. რაფამ აღნიშნა ფედერერი, როგორც ზემოდან დარტყმების საუკეთესო შემსრულებელი.