რადოსლავ სიკორსკი - ველოდები, რომ პრეზიდენტი ნავროცკი თავდაცვის მომხრე იქნება, ის აშკარად ეთანხმება ეროვნულ კონსენსუსს, რომ უნდა მოხდეს რუსეთის შეკავება
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, არჩევნებში მთავრობის დამარცხების მიუხედავად, პოლონეთი არ აპირებს, უკან დაიხიოს უკრაინის მხარდაჭერის კუთხით და არც ევროკავშირში საკუთარ მზარდ როლზე აპირებს უარის თქმას.
„პრეზიდენტი ნავროცკი პოლონეთის პოლიტიკური განხეთქილების, „კანონისა და სამართლიანობის პარტიის“ მხრიდანაა და შეგახსენებთ, რომ თავდაცვის კონტრაქტების უმეტესობა, რომლებსაც ამჟამად ჩვენ ვაფინანსებთ, წინა მთავრობის დროს იყო ხელმოწერილი. ამიტომ ველოდები, რომ ის თავდაცვის მომხრე იქნება. ის აშკარად ეთანხმება ეროვნულ კონსენსუსს, რომ უნდა მოხდეს რუსეთის შეკავება“, – განაცხადა სიკორსკიმ.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ახალ პრეზიდენტს ამერიკის პრეზიდენტსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან ურთიერთობის დალაგებაც შეუძლია. სიკორსკის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამბობს, რომ მათ კარგი ურთიერთობა აქვთ ამერიკასთან.
„ახლა შეგვიძლია, ორივე პიანინოზე დავუკრათ“, – განაცხადა სიკორსკიმ.