რადოსლავ სიკორსკი უნგრელ კოლეგას მიმართავს - პიტერ, როგორც ევროკომისიამ არაერთხელ გითხრა, შეგიძლიათ, მიიღოთ ნავთობი არარუსული წყაროებიდან, პუტინის ომის მანქანის დაფინანსების გარეშე
რადოსლავ სიკორსკი უნგრელ კოლეგას მიმართავს - პიტერ, როგორც ევროკომისიამ არაერთხელ გითხრა, შეგიძლიათ, მიიღოთ ნავთობი არარუსული წყაროებიდან, პუტინის ომის მანქანის დაფინანსების გარეშე

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ უნგრელი კოლეგის, პიტერ სიიარტოს განცხადებებს უპასუხა.

სიკორსკიმ აღნიშნა, რომ უნგრეთს ნავთობის მიღება არარუსული წყაროებიდანაც შეუძლია.

„პიტერ, როგორც ევროკომისიამ არაერთხელ გითხრა, უნგრეთს შეუძლია, მიიღოს თავისი ნავთობი არარუსული წყაროებიდან, პუტინის ომის მანქანის დაფინანსების გარეშე. გთხოვ, გამოიჩინე სოლიდარობა დამოუკიდებლობისთვის უკრაინის ბრძოლის მიმართ, 1956 წლის გმირები გიყურებენ“, – წერს სიკორსკი.

გუშინ უნგრეთმა იმ უკრაინული სამხედრო ნაწილის მეთაურს, რომელმაც ბოლო დროს მილსადენ „დრუჟბაზე“ თავდასხმები განახორციელა, უნგრეთსა და მთელ შენგენის ზონაში შესვლა აუკრძალა.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, აღნიშნული მისლადენის გარეშე უნგრეთის ნავთობით მომრაგება შეუძლებელია. პეტერ სიარტომ განაცხადა, რომ ბუდაპეშტი ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე ყველა თავდასხმას სუვერენიტეტზე თავდასხმად მიიჩნევს. ბუდაპეშტის გადაწყვეტილების გამო უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნგრეთის ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცა.