რადოსლავ სიკორსკი – უკრაინელები ასწავლიან დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას და არა პირიქით

09:40, 15.09.2025

უკრაინელები ასწავლიან დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას და არა პირიქით, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ ბრიტანულ გამოცემა The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ეს არის ის, რაც დასავლური ქვეყნების მთავრობებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ თავიანთ მსჯელობაში: სწორედ უკრაინელები გვასწავლიან ჩვენ, როგორ გავუწიოთ წინააღმდეგობა რუსეთს და არა პირიქით“, – აღნიშნა სიკორსკიმ.

ამასთან, სიკორსკის თქმით, პოლონელები ტრენინგს გაივლიან უკრაინელებთან, რათა მომავალი თავდასხმებისგან დაცვა ისწავლონ.

„უკრაინელებს აქვთ საუკეთესო აღჭურვილობა რუსული უპილოტო აპარატების წინააღმდეგ საბრძოლველად, ასევე გაცილებით დიდი გამოცდილება რუსული არმიისთვის წინააღმდეგობის გაწევაში“, – აღნიშნა სიკორსკიმ.

მსგავსი