რადოსლავ სიკორსკი - უკრაინა უპირობოდ დათანხმდა ერთი თვით ცეცხლის შეწყვეტას, კრივი-რიჰსა და სუმიზე საშინელი თავდასხმები არის რუსეთის დამცინავი პასუხი
რადოსლავ სიკორსკი - უკრაინა უპირობოდ დათანხმდა ერთი თვით ცეცხლის შეწყვეტას, კრივი-რიჰსა და სუმიზე საშინელი თავდასხმები არის რუსეთის დამცინავი პასუხი

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, კრივი-რიჰზე და სუმიზე თავდასხმები არის რუსეთის დამცინავი პასუხი ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებაზე.

როგორც სიკორსკიმ ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყების წინ განაცხადა, „იმედოვნებს, ტრამპი და აშშ-ის ადმინისტრაცია დაინახავენ, რომ რუსეთის ლიდერი დასცინის მათ კეთილ ნებას“.

„შეძრული ვარ უკრაინაზე რუსეთის ბოლო თავდასხმებით. უკრაინა უპირობოდ დათანხმდა ერთი თვით ცეცხლის შეწყვეტას. კრივი-რიჰსა და სუმიზე საშინელი თავდასხმები არის რუსეთის დამცინავი პასუხი. ვიმედოვნებ, პრეზიდენტი ტრამპი და აშშ-ის ადმინისტრაცია დაინახავენ, რომ რუსეთის ლიდერი დასცინის მათ კეთილ ნებას და ვიმედოვნებ, სწორი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული“, – განაცხადა სირკორსკიმ.