რადოსლავ სიკორსკი - ტრამპის ტარიფებზე ევროკავშირის პასუხი იქნება გაზომილი, პროფესიონალური და გონივრული
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი აცხადებს, რომ ევროკავშირის პასუხი დონალდ ტრამპის ტარიფებზე იქნება „გაზომილი, პროფესიონალური და გონივრული“.
სიკორსკის თქმით, ევროკომისია ახლა განიხილავს საპასუხო რეაქციას.
„ჩვენ გვყავს ძალიან კომპეტენტური ადამიანები, რომლებიც ამაზე მუშაობენ“, – აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
როგორც რადოსლავ სიკორსკიმ განმარტა, ათწლეულების განმავლობაში შეერთებული შტატები იყო ლიდერი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეწყობაში, ვაჭრობისა და ტარიფების შესახებ გენერალური შეთანხმებისა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მეშვეობით.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული ახალი ტარიფები არის „მასშტაბური გადაწყვეტილება“.
„ჩვენ ჯერ ვერ გვიპოვია მასში დადებითი მხარეები“, – აღნიშნა სიკორსკიმ.
ამასთან, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ტარიფებმა, შესაძლოა, პოლონეთს 2.6 მილიარდ დოლარზე მეტი ზარალი მიაყენოს. ტუსკმა ეს „მძიმე და არასასიამოვნო დარტყმად“ შეაფასა.