რადოსლავ სიკორსკი - ქვეყანა, რომელსაც ვლადიმერ პუტინისთვის ადგილის მიჩენა შეუძლია, ჩინეთია
რადოსლავ სიკორსკი - ქვეყანა, რომელსაც ვლადიმერ პუტინისთვის ადგილის მიჩენა შეუძლია, ჩინეთია

ქვეყანა, რომელსაც ვლადიმერ პუტინისთვის ადგილის მიჩენა შეუძლია, ჩინეთია, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.

სიკორსკის თქმით, ჩინეთი სავაჭრო ემბარგოთი თუ დაემუქრებოდა, რუსეთი იძულებული იქნებოდა დამორჩილებოდა. თუმცა, როგორც სიკორსკი აღნიშნავს, ეს ნაკლებად სავარაუდოა.

„რუსეთი ამჟამად ჩინეთის ეკონომიკური ვასალია“, – განაცხადა სიკორსკიმ.