რადოსლავ სიკორსკი – პუტინის აგენტებმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორს უთხრეს, რომ ნატო-ს პროვოცირებას არ მოახდენენ, პუტინმა ბაიდენის დროსაც უთხრა CIA-ს დირექტორს, რომ უკრაინაში არ შეიჭრებოდა
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორს უთხრა, რომ ნატო-ს პროვოცირებას არ მოახდენს.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს მსგავსი დაპირება უკრაინაში შეჭრამდეც ჰქონდა გაცემული.
სიკორსკის თქმით, არსებული გამოცდილების ფონზე, დასავლეთმა თავდაცვისთვის მზადება უნდა დააჩქაროს.
„როგორც ჩანს, პუტინის აგენტებმა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორს უთხრეს, რომ ის ნატო-ს პროვოცირებას არ მოახდენდა. პუტინმა პრეზიდენტ ბაიდენის დროს, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორს უთხრა, რომ უკრაინაში არ შეიჭრებოდა. ჩვენ უნდა დავაჩქაროთ თავდაცვის მზადება“, – წერს სიკორსკი.
ცნობისთვის, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რატკლიფი მოსკოშვი იმყოფებოდა. როგორც კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რატკლიფის ვიზიტი ორი ქვეყნის სპეცსამსახურებს შორის კონტაქტს უკავშირდება.
Apparently, Putin’s spooks told @CIA Director he would not provoke @NATO.
Putin had told president Biden’s CIA Director that he would not invade Ukraine.
We should accelerate defence preparations.— Radosław Sikorski 🇵🇱🇪🇺 (@sikorskiradek) August 28, 2026