რადოსლავ სიკორსკი – პრეზიდენტო ტრამპ, პუტინი თქვენს სამშვიდობო ძალისხმევას დასცინის, გთხოვთ, აღადგინოთ უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდება და დააწესოთ მკაცრი სანქციები აგრესორის წინააღმდეგ
პრეზიდენტო ტრამპ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თქვენს სამშვიდობო ძალისხმევას დასცინის, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.
ამასთან, პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აშშ-ის პრეზიდენტს მოუწოდა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება აღადგინოს.
„გუშინ ღამით რუსეთის მასშტაბურმა თავდასხმამ ხანძარი და დიდი ზიანი გამოიწვია, მათ შორის დაზიანდა კიევში პოლონეთის საკონსულო. პრეზიდენტო ტრამპ, ვლადიმერ პუტინი თქვენს სამშვიდობო ძალისხმევას დასცინის. გთხოვთ, აღადგინოთ უკრაინისთვის საზენიტო საბრძოლო მასალის მიწოდება და დააწესოთ ახალი მკაცრი სანქციები აგრესორის წინააღმდეგ“, – წერს რადოსლავ სიკორსკი.
Massive Russian attack last night has caused fires and much damage, including to the Polish consulate in Kyiv.
President Trump, Putin is mocking your peace efforts.
Please restore supplies of anti-aircraft ammunition to Ukraine and impose tough new sanctions on the aggressor.— Radek Sikorski (@radeksikorski) July 4, 2025