რადოსლავ სიკორსკი – პრეზიდენტი ნავროცკი ბუდაპეშტში ვიქტორ ორბანის იმ საარჩევნო კამპანიის მხარდასაჭერად ჩავა, რომლითაც ორბანი ხალხს უნგრეთში უკრაინის სავარაუდო შეჭრით აშინებს
Gdañsk, 07.06.2024. Kampania wyborcza do Parlamentu Europejskiego 2024. Minister spraw zagranicznych Rados³aw Sikorski podczas konferencji w prasowej w Dworze Artusa w Gdañsku, 7 bm. (jm) PAP/Andrzej Jackowski
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი ქვეყნის პრეზიდენტს, კაროლ ნავროცკის ბუდაპეშტში დაგეგმილ ოფიციალურ ვიზიტს აკრიტიკებს.
მისი თქმით, ნავროცკი გეგმავს, ორბანის წინასაარჩევნო კამპანიაში მიიღოს მონაწილეობა და მას მხარი დაუჭიროს.
სიკორსკი ასევე აღნიშნავს, რომ ორბანს პუტინის ისეთი გულშემატკივრები უჭერენ მხარს, როგორებიც არიან მატეო სალვინი და მარინ ლე პენი.
„პრეზიდენტი ნავროცკი ორშაბათს ბუდაპეშტში ვიქტორ ორბანის საარჩევნო კამპანიის მხარდასაჭერად ჩავა, იმ ადამიანის მხარდასაჭერად, ვინც რუსეთის წინააღმდეგ მე-20 სანქციების პაკეტს და პოლონეთის არმიის მიერ უკრაინაში გადაცემული აღჭურვილობისთვის ორი მილიარდი ზლოტის დაბრუნებას ბლოკავს. პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს კამპანიაში, სადაც ორბანი ხალხს უნგრეთში უკრაინის სავარაუდო შეჭრით აშინებს, რაშიც მას რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეციალური ჯგუფი უჭერს მხარს, პუტინის ისეთი გულშემატკივრების თანხლებით, როგორებიც არიან მატეო სალვინი და მარინ ლე პენი.
ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ, დაინტერესდეთ, თუ რატომ აქცია ორბანის ნაციონალიზმმა და ქურდობამ უნგრეთი ევროკავშირის უღარიბეს ქვეყნად. ეს არის ის, რასაც პოლონეთისთვის ისურვებდით?“- წერს ის.
ცნობისთვის, პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ 21 მარტს ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC) მიიღო მონაწილეობა.
Prezydent @NawrockiKn będzie w poniedziałek w Budapeszcie aby wesprzeć w kampanii wyborczej Wiktora Orbana. Tego samego, który blokuje 20 pakiet sankcji wobec Rosji oraz zwrot 2 miliardów złotych za sprzęt, który Wojsko Polskie przekazało Ukrainie.
W kampani, w której Orban…— Radosław Sikorski 🇵🇱🇪🇺 (@sikorskiradek) March 21, 2026