რადოსლავ სიკორსკი - პოლონეთის წვლილი უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შესაძენად 100 მილიონი დოლარი იქნება
რადოსლავ სიკორსკი - პოლონეთის წვლილი უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შესაძენად 100 მილიონი დოლარი იქნება

პოლონეთის წვლილი უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შესაძენად 100 მილიონი დოლარი იქნება, –  ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.

სიკორსკის თქმით, ახალი მექანიზმის ფარგლებში პოლონეთი, გერმანია და ნორვეგია, ჯამში, 500 მილიონ დოლარს გამოყოფენ, საიდანაც პოლონეთის წვლილი 100 მილიონი დოლარი იქნება.

„ერთი მილიონი დოლარი რუსი დივერსანტების მიერ აფეთქებული პოლონური რკინიგზის ლიანდაგის ყოველ სანტიმეტრზე“, – განაცხადა სიკორსკიმ.

თანხა ნატო-სა და აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე შექმნილი ახალი მექანიზმის ფარგლებში დაიხარჯება, რომლის საშუალებითაც ნატო-ს მოკავშირეები კიევისთვის საჭირო შეიარაღებას აშშ-ისგან ყიდულობენ.