რადოსლავ სიკორსკი – პოლონეთის პოზიცია ემთხვევა პეტერ მადიარის შეხედულებას, რომ ევროკავშირში უკრაინის დაჩქარებულად გაწევრიანება არ მოხდება, მან ყველა მოთხოვნა უნდა შეასრულოს
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, უკრაინა ევროკავშირში დაჩქარებული წესით არ გაწევრიანდება, – ამის შესახებ სიკორსკიმ პოლონურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია, უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების სრული პროცესი გაიაროს.
სიკორსკიმ აღნიშნა, რომ აღნიშნულ საკითხზე პოლონეთის პოზიცია უნგრეთის არჩევნებში გამარჯვებული პარტიის, „ტისას“ ლიდერის, პეტერ მადიარის შეხედულებას ემთხვევა.
„ევროკომისიას გაუჩნდა იდეა, რომ გაწევრიანება დაჩქარებულად მოხდეს. ეს არ მოხდება. ჩვენ მივიჩნევთ, უკრაინამ უნდა შეასრულოს ყველა მოთხოვნა, როგორც ეს პოლონეთის შემთხვევაში მოხდა. ამ გზაზე რთული საკითხები იქნება სოფლის მეურნეობა და ტრანსპორტი“, – აღნიშნა სიკორსკიმ.
ცნობისთვის, ევროკომისიაში განიხილავენ წინადადებას, რომელიც უკრაინის ევროკავშირში სრულფასოვან გაწევრიანებას გულისხმობს. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ უკრაინას ჰქონდეს საშუალება ევროკავშირში გაწევრიანდეს, თუმცა გაცილებით ნაკლები უფლებამოსილებებით. ამ იდეას უკრაინის პრეზიდენტი არ მიესალმება. ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არ არის დაინტერესებული ევროკავშირში არასრულუფლებიანი გაწევრიანებით.