რადოსლავ სიკორსკი კიევში ჩავიდა
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი კიევში ჩავიდა.
სიკორსკის ვიზიტთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მოლაპარაკებებს გამართავენ ორი ქვეყნის საერთო უსაფრთხოებასა და უკრაინის ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებაზე.
„რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ტერორის გამწვავებისა და პოლონეთის წინააღმდეგ პროვოკაციების ფონზე ორივე ქვეყანა მტკიცედ დგას ერთად. დღეს საფუძვლიან მოლაპარაკებებს გავმართავთ ჩვენს საერთო უსაფრთხოებაზე, უკრაინის ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებაზე, მოსკოვზე ზეწოლაზე. მადლობას ვუხდი პოლონეთს ლიდერობისა და მხარდაჭერისთვის“, – წერს ანდრეი სიბიგა.
Welcome to Kyiv, Radek!
I was glad to meet @sikorskiradek and @anneapplebaum at the Kyiv train station this morning.
Against the backdrop of Russia’s escalation of terror against Ukraine and provocations against Poland, we stand firmly together.
We will hold substantial talks… pic.twitter.com/k5gRYqoeSN
— Andrii Sybiha 🇺🇦 (@andrii_sybiha) September 12, 2025