რადოსლავ სიკორსკი - იმედი მაქვს, ვინმე აუხსნის დონალდ ტრამპს, რომ ჩვენ ვართ საბაჟო კავშირი და ტარიფების დაწესება მხოლოდ მთლიანად ევროკავშირისთვისაა შესაძლებელი
რადოსლავ სიკორსკი - იმედი მაქვს, ვინმე აუხსნის დონალდ ტრამპს, რომ ჩვენ ვართ საბაჟო კავშირი და ტარიფების დაწესება მხოლოდ მთლიანად ევროკავშირისთვისაა შესაძლებელი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი რადოსლავ სიკორსკი აცხადებს, რომ ტარიფების დაწესება მხოლოდ მთლიანად ევროკავშირისთვისაა შესაძლებელი.

ამის შესახებ რადოსლავ სიკორსკიმ დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიის თაობაზე უთანხმოების გამო ევროპის რამდენიმე ქვეყნისთვის დაწესებულ ტარიფებზე საუბრისას განაცხადა.

„იმედი მაქვს, ვინმე აუხსნის მას, რომ ჩვენ ვართ საბაჟო კავშირი და ტარიფების დაწესება მხოლოდ მთლიანად ევროკავშირისთვისაა შესაძლებელი“, – განაცხადა სიკორსკიმ.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, ბრიტანეთს, ნიდერლანდებსა და ფინეთს ტარიფებს უწესებს.