რადოსლავ სიკორსკი ილონ მასკს პასუხობს – სინამდვილეში, ამერიკული კომპანიები ფულს იმ იარაღის გაყიდვით შოულობენ, რომლის საფასურსაც ევროპელები ვიხდით

17:39, 24.10.2026

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი გამოეხმაურა ამერიკელი მილიარდერის, ილონ მასკის განცხადებას, სადაც მასკმა განაცხადა, რომ ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფულის ნაწილი, ფულის გათეთრების რამდენიმე სქემის გავლით, უკან, ამერიკაში ბრუნდება და პოლიტიკური კამპანიების დაფინანსებას ხმარდება.

„არა, ილონ მასკ, აშშ-მა უკრაინის დაფინანსება გასულ წელს შეწყვიტა. სინამდვილეში, ამერიკული კომპანიები ფულს იმ იარაღის გაყიდვით შოულობენ, რომლის საფასურსაც ჩვენ, ევროპელები ვიხდით.

რაც უფრო მეტად ერევით ჩვენს პოლიტიკაში და რაც უფრო მეტად იყენებთ თქვენს პროდუქტებს პოლიტიკური მიზნებისთვის, მით უფრო მეტად აზიანებთ თქვენს ბრენდს“, – წერს სიკორსკი.

 

მსგავსი