რადოსლავ სიკორსკი - 2022 წლის სექტემბერში გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადის“ მილსადენების აფეთქებაზე ამერიკას წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია, მაგრამ ხელი არ შეუშალა
რადოსლავ სიკორსკი - 2022 წლის სექტემბერში გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადის“ მილსადენების აფეთქებაზე ამერიკას წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია, მაგრამ ხელი არ შეუშალა

გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადის“ მილსადენების აფეთქებაზე 2022 წლის სექტემბერში ამერიკას წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია, მაგრამ ხელი არ შეუშალა, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.

შეკითხვას, ხომ არ დგას აფეთქების უკან უკრაინა, რადოსლავ სიკორსკიმ უპასუხა, რომ აფეთქება განახორციელა მან, ვისაც ჰქონდა პირადი ინტერესი.

თავად რადოსლავ სიკორსკი რუსული გაზსადენის მშენებლობის წინააღმდეგი იყო. 2006 წელს სიკორსკიმ „ჩრდილოეთ ნაკადი 1“-ის მშენებლობას ახალი რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტი უწოდა.