რადოსლავ სიკორსკიმ რუსეთს მიმართა - ჩვენს საჰაერო სივრცეში კიდევ ერთი რაკეტა თუ შემოფრინდება ან ნამსხვრევები ნატო-ს ტერიტორიაზე დაეცემა, ნუ მობრძანდებით საყვედურებით, გაფრთხილებული ხართ
ჩვენს საჰაერო სივრცეში თუ კიდევ ერთი რაკეტა შემოფრინდება ან ნამსხვრევები ნატო-ს ტერიტორიაზე დაეცემა, ნუ მობრძანდებით აქ საყვედურებით, თქვენ გაფრთხილებული ხართ, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სიკორსკიმ გაიხსენა წინა ინციდენტი, რომლის დროსაც რუსული დრონები პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ და რუსეთის მთავრობას „ერთი თხოვნით“ მიმართა.
„კიდევ ერთი რაკეტა ან სხვა ობიექტი თუ შემოფრინდება ჩვენს საჰაერო სივრცეში, განზრახ თუ შემთხვევით, შემოფრინდება და ჩამოაგდებენ, ხოლო ნამსხვრევები ნატო-ს ტერიტორიაზე დაეცემა, ნუ მობრძანდებით აქ საყვედურებით. თქვენ გაფრთხილებული ხართ“, – ხაზგასმით აღნიშნა სიკორსკიმ.
ცნობისთვის, გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა ესტონეთის საჰაერო სივრცეში სამი რუსული ავიაგამანადგურებლის შეჭრასთან დაკავშირებით გაიმართა.