რადოსლავ სიკორსკი – ჩვენმა საბჭოთა და ახლა უკვე რუსმა ამხანაგებმა უნდა გაიგონ ძალთა ბალანსი, ასევე უნდა გაიგონ, რაზე მიდიან, როდესაც გვემუქრებიან

13:27, 17.09.2026

ჩვენმა საბჭოთა და ახლა უკვე რუსმა ამხანაგებმა უნდა გაიგონ ძალთა ბალანსი, ასევე უნდა გაიგონ, რაზე მიდიან, როდესაც გვემუქრებიან, – ასე გამოეხმაურა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი, რუსეთის პრეზიდენტის, ნიკოლაი პატრუშევის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ თუ პოლონეთი რუსეთთან ომს დაიწყებს, პოლონეთის სახელმწიფო არსებობას 2-3 დღეში შეწყვეტს.

სიკორსკიმ აღნიშნა, რომ რუსი გენერლები უკვე 20 წელია, რაც ბირთვული ომით ემუქრებიან პოლონეთს და კრემლის პროპაგანდისტები ამას განუწყვეტლივ აკეთებენ.

პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ბირთვული იარაღი ის სფეროა, სადაც რუსეთს უპირატესობა აქვს.

„თუმცა უკრაინის მაგალითზე როგორ ისწავლეს ამ უპირატესობის გამოყენება, რთული სათქმელია. თუ რუსეთს შეეძლო ამ ომის ბირთვული შანტაჟით მოგვარება, ის ამას უკვე გააკეთებდა“, – დასძინა სიკორსკიმ.

მსგავსი